შორენა კოპალეიშვილი

გენერალური მენეჯერი

kopaleishviliდაიბადა 1982 წლის 9 აპრილს ქ.ბათუმში. 1999 წ. წარჩინებით დაამთავრა ვაჟა-ფშაველას სახელობის No.21 საშუალო სკოლა.იმავე წელს ჩაირიცხა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პეროდში, 2003-2004 წწ. სტაჟირებას გადიოდა იურიდიულ კომპანიაში “მაატი”, სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი და სხვ. 2005 წლიდან გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაციის, ფსიქო-სოციალური დახმარებისა და განვითარების ცენტრ “ჰუმანა”-ს იურისტ-კონსულტანტი. ამავე წლიდან მისი ინტერესების სფეროში მოექცა საავტორო და ინტელექტუალური სამართლის უფრო სიღრმისეულად შესწავლა, რის შედეგადაც დაიწყო მუშაობა იურისტად საქათველოს ავტორთა საზოგადოებაში (SAS), ხოლო 2007 წლიდან დაინიშნა ამავე საზოგადოების იურიდიული დეპარტემენტის უფროსად და თავმჯდომარის ასისტენტად. 2006 წელს დაესწრო ევროპის საუკეთესო აუდიო-ვიზულური კლიპების ფესტივალს (ტირანა, ალბანეთი). ამავე წელს ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ავატორთა და კოპოზიტორთა კონფედერაციისა და აშშ-ს ავტორთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციის(CISAC/BIEM) მიერ ორგანიზებულ სემინარში, რომელიც ეხებოდა საავტორო და მექანიკური უფლებების ძირითად პრინციპებს, მათი გამოყენების თავისებურებებს და დაცვის მექანიზმებს. ამავე სემინარზე გამოვიდა მოხსენებით, რომლის საშუალებით დელეგატებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან მიმართებაში.

გავლილი აქვს ტრეინინგები საბანკო სამართალსა და ადამინის რესურსების მართვაში, ასევე მენეჯმენტის საფუძვლებში, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2007 წლიდან შორენა კოპალეიშვილი რადიო “მუზას” გენერალური მენეჯერია.