რადიოს შესახებ

რადიო „მუზა” არის პირველი და ერთადერთი რადიოსადგური საქართველოში, რომელიც 24radio_muza საათის განმავლობაში კლასიკურ მუსიკას გადასცემს. რადიო „მუზა“ სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დაარსდა. რადიოსადგურის ჩამოყალიბებაში რამოდენიმე ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

მაუწყებლობის შესახებ ლიცენზია რადიო „მუზამ“ 2006 წლის დეკემბერში მიიღო, ხოლო რადიოპროგრამები ეთერში 2007 წლის ზაფხულიდან გავიდა. დღემდე რადიო ყოვლეგვარი კომერციისა და მოგების გარეშე მუშაობს. 2010 წლიდან რადიო „მუზა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია.

2007 წლის ზაფხულიდან რადიო „მუზა” მაუწყებლობდა მხოლოდ თბილიში, FM დიაპაზონზე 95.9. დღეს ჩვენი მოსმენა შესაძლებელია უკვე 10 რეგიონში. ამით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს შესაძლებლობა აქვს, 24 საათის განმავლობაში კლასიკურ მუსიკას უსმინოს. გარდა ამისა, რადიო „მუზას” მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით.

რადიო მაუწყებლობაზე ლიცენზიის მფლობელი არის „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობი“ ასოციაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გამგეობის წევრები გახლავთ მანანა დოიჯაშვილი და ნინო ანანიაშვილი.

სამაუწყებლო ლიცენზიის ნომერი: B86
საიდენტიფიკაციო კოდი: 204514132