ნინო ჟვანია

პროგრამების მენეჯერი/რადიოწამყვანი/პროდიუსერი პიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი. 2000 წელს DAAD-ს სტიპენდიატის რანგში გაემგზავრა გერმანიაში დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის კონსერვატორიაში სასწავლებლად. ევროპაში ხუთწლიანი მოღვაწეობისას განსაკუთრებით დაინტერესდა თანამედროვე მუსიკით, რასაც მოყვა გამარჯვება ორლეანის XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე და …

შორენა კოპალეიშვილი

გენერალური მენეჯერი დაიბადა 1982 წლის 9 აპრილს ქ.ბათუმში. 1999 წ. წარჩინებით დაამთავრა ვაჟა-ფშაველას სახელობის No.21 საშუალო სკოლა.იმავე წელს ჩაირიცხა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პეროდში, 2003-2004 წწ. სტაჟირებას გადიოდა იურიდიულ კომპანიაში “მაატი”, …

სანდრა ელისაბედ რულოვსი

დამფუძნებელი/რადიოწამყვანი საქართველოს პირველი ლედი დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზენში, ჰოლანდიაში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით. 1996 წელიდან ის საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა. 1997-2004 წლებში კი იყო ჰოლანდიური …