სიახლეები

news_1

“ქართული აკორდი” გიწვევთ…

სამშაბათს, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე და განმეორებით პარასკევს, 16 ნოემბერს, იგივე დროს სტუმრად თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში.
პროდუსერი: ბაია ჟუჟუნაძე

ხმა ევროპიდან გეპატიჟებათ…

კონცერტზე, რომელიც ჩატარდა 2011 წლის 3 ოემბერს ბერლინის ფილარმონიაში.

პროგრამაშია:

ჰ.ლახენმანი – “სურათი” ორკესტრისთვის
გ.მალერი – სიმფონია No.9
Andante comodo.
Im Tempo eines gemächlichen Ländlers. Etwas täppisch und sehr derb
Rondo Burleske: Allegro assai. Sehr trotzig
Adagio

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი სერ ს.რეტლის დირიჟორობით
პროდუსერი: ნინო ჟვანია

ქართული აკორდი

უნიკალური გამოგონება რომელიც შეუმჩნეველი დარჩა დროებას. ერთ–ერთი ყველაზე რთული მექანიზმი, რის შესახებაც მსოფლიომ ვერ შეიტყო ქართველი მუსიკოსის მიერ იყო შექმნილი. ნივთი, რომელიც შეცვლიდა ქაღალდზე ბგერათდატანების ისტორიას და მისი გენიალური ავტორი, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

ვასილ თამარაშვილის “ნოტმწერი”. ?!

აგრეთვე:

ავთენტური ეთნო-მუსიკალური ინსტრუმენტების მოდერნიზებისა და აკადემიურ ხარისხში აყვანის პირველი, პროფესიონალური ექსპერიმენტი, ანუ თამარაშვილის „ქართული ორკესტრი“.

გადაცემის სტუმრია: ვ.თამარაშვილის შვილიშვილი, ინჟინერი ნოდარ ხითარიშვილი
პროდუსერი: ტატო ჯინჯიხაძე

პირდაპირი ტრანსლაცია

პარასკევს, 2 ნოემბერს, 19:00 საათზე რადიო “მუზა” გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას “ჩასაბერ საკრავთა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის” დასკვნითი კონცერტისა.

კონცერტში მონაწილეობენ: გიორგი გვანცელაძე (ჰობოი), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ბრამ ვან სამბეკი (ფაგოტი), ლორენს ოტო (ვალტრონა), საქართველოს სინფონიეტა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

პროგრამაშია ი.ქ.რაინჰარდტის, რ.შტრაუსის, ა.ვივალდისა და ვ.ა.მოცარტის ნაწარმოებები.

პირდაპირ ტრანსლაციას წარუძღვებიან ბაია ჟუჟუნაძე და ნინო ტატიშვილი.