საღამოს მუსიკა

საღამოს მუსიკასაღამოს მუსიკა გთავაზობთ, ორი საათის განმავლობაში მოუსმინოთ სხვადასხვა დროის, ჟანრისა და სტილის მუსიკას საუკეთესო ორკესტრებისა და სოლისტების შესრულებით. გადაცემა ძირითადად დაკომპლექტებულია „მსუბუქი“ რეპერტუარით სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებიდან. საღამოს მუსიკა პირდაპირ ეთერში გადის ყოველდღე, კვირის გარდა, 18:00 საათზე. ყოველ შაბათს ეთერი ეთმობა თემატურ გადაცემას, თვის ბოლო შაბათს კი რუბრიკაში რადიო მუზა გისმენთ… მსმენელს საშუალება ეძლევა, თავად განსაზღვროს პროგრამა, რომელიც მათი სატელეფონო თხოვნების საფუძველზე დგება.

წამყვანი და პროდიუსერი: ტატო ჯინჯიხაძე; პროდიუსერი: ნესტან მერმანიშვილი (“რადიო მუზა გისმენთ…”)