დღის კონცერტი

დღის კონცერტის პროგრამა ძირითადად სიმფონიურ მუსიკას მოიცავს. ორსაათიანი გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 14:00 საათზე. წამყვანები და პროდიუსერები: თეა და თამარ მუქერიები

დილის კონცერტი

დილის კონცერტის პროგრამა ძირითადად დიდი ფორმის ქმნილებებს მოიცავს. აქ წარმოდგენილია როგორც ინსტრუმენტული კონცერტები, ისე სიმფონიური ჟანრის ნაწარმოებები. ასევე მოისმენთ სონატებს, სიუიტებს, კვარტეტებს და ციკლური ფორმის სხვა ნაწარარმოებებს. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის ყოველდღე 10:00 საათზე. წამყვანები და პროდიუსერები: ბაია ჟუჟუნაძე, თამარ მუქერია და მიხეილ ჯავახიშვილი

კამერული მუსიკა

კამერული მუსიკა დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორთა კამერული ჟანრის ნაწარმოებებით, რომლებსაც თქვენთვის ორი საათის განმავლობაში ცნობილი სოლისტები თუ თანამედროვე ანსამბლები ასრულებენ. გადაცემა გადის ყოველდღე 08:00 საათზე. წამყვანები და პროდიუსერები: ნინო ტატიშვილი და ბაია ჟუჟუნაძე