კამერული მუსიკის პროგრამა
დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორთა კამერული ჟანრის ნაწარმოებებით. მისი მოსმენა შეგიძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00 საათზე.
გადაცემას უძღვებიან: ნინო ტატიშვილი, თამარ მუქერია და ნინო ნიკოლეიშვილი.
დილის კონცერტი
ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათზე რადიო „მუზა“-ს პირდაპირ ეთერშია „დილის კონცერტი“, რომლის პროგრამა ძირითადად დიდი ფორმის ქმნილებებს მოიცავს; აქ წარმოდგენილია კონცერტები ორკესტრისა და სოლო-ინსტრუმენტებისათვის, ასევე მოისმენთ სონატებს, სიუიტებს, კვარტეტებს და სხვა ციკლური ფორმის ნაწარარმოებებს.
ორშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს „დილის კონცერტს“ ნინო ნიკოლეიშვილი უძღვება; სამშაბათს „დილის კონცერტს“ თამარ მუქერია, ხოლო პარასკევს - ეკატერინე დიასამიძე წარმოგიდგენთ.
დღის კონცერტი
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00 საათზე ორი საათის განმავლობაში შეგიძლიათ მოისმინოთ მუსიკალური პროგრამა, რომელიც ძირითადად სიმფონიურ მუსიკას მოიცავს.
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გადაცემა მიყავს თეა მუქერიას, ხოლო პარასკევს "დღის კონცერტს" თათა მუქერია წარმოგიდგენთ.
კვირის კომპოზიტორი
შემეცნებითი ტიპის გადაცემაა, რომელიც კვირის განმავლობაში ერთი კომპოზიტორის მუსიკალური შემოქმედების მიმოხილვას გულისხმობს. გადაცემის საშუალებით მსმენელს შეუძლია გაეცნოს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ამ კომპოზიტორის ბიოგრაფიას უკავშირდება. პროგრამაში შეგიძლიათ მოისმინოთ კვირის კომპოზიტორის ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები, მათი შექმნის ისტორიული მიმოხილვით.
მუსიკალური პროგრამის მრავალფეროვნების მიზნით, ჟღერს ერთი კომპოზიტორის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები. ხშირად გადაცემა „კვირის კომპოზიტორში“ გადის ერთი მუსიკალური ნაწარმოების ორი სხვადასხვა შესრულება. ”კვირის კომპოზიტორი” ორი საათის განმავლობაში გრძელდება; რადიო მუზას პირდაპირ ეთერში იგი ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 16:00 საათზე გადის. გადაცემას უძღვება ნინო ტატიშვილი.
საღამოს მუსიკა
ეს არის გადაცემა, რომელშიც ორი საათის მანძილზე შეგიძლიათ მოისმინოთ სხვადასხვა დროის, ჟანრისა და სტილის მუსიკა. ”საღამოს მუსიკა” ძირითადად დაკომპლექტებულია მსუბუქი რეპერტუარით, სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებიდან, საუკეთესო ორკესტრების და სოლისტების შესრულებით. გადაცემა შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ დღე კვირის გარდა 18:00 საათზე ტატო ჯინჯიხაძესთან ერთად.
მუსიკალური აღმოჩენები
საბჭოეთში ფორმალისტურ ხელოვნებად მონათლული ევროპული მუსიკა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას ქართველ მსმენელში. მოდით ერთად გავეცნოთ იმას თუ რა შეიქმნა უახლოეს წარსულში და რა იქმნება დღეს. გადაცემას “მუსიკალური აღმოჩენები” მოისმენთ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 20:00 საათზე, არჩილ გიორგობიანთან ერთად.
საუბრები პიანიზმის ისტორიაზე
ყველა დიდ მნიშვნელოვან მიღწევას კაცობრიობისა, აქვს თავისი ისტორია, სადაც ერთი მომდინარეობს მეორედან და არაფერია შემთხვევითი.
ასევეა პიანიზმშიც. ყოველთვის მაოცებდა ის მთლიანობა, რაც კრავს საფორტეპიანო ხელოვნების ისტორიას, უილიამ ბერდის და სხვა ვერჯინალისტების საკლავირო ნაწარმოებებით დაწყბეული დღემდე. ეს ისტორია გასაოცარი სიმშვენიერის მთაგრეხილია თავისი უმაღლესი მწვერვალებითა და გარდამავალი ხეობებით. ესაა მსოფლიო მუსიკალური ცივილიზაციის ერთ-ერთი უძვირფასესი განძი. მე გადავწყვიტე წარმომედგინა მსმენელისათვის ის თავის ისტორიულ უწყვეტობაში, გამეცნო მათთვის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საფორტეპიანო ქმნილება, სხვადასხვა სკოლისა და ეპოქის უმნიშვნელოვანესი შესრულებით.
ჩვენთან აქამდე პოპულარიზაციას უწევდნენ მხოლოდ ხუთ-ექვს პიანისტს, ძალზედ ღირსეულებს, მაგრამ მუსიკის მოყვარულთა ფართე წრისათვის უცნობია მრავალი დიდოსტატი - მხატვარი პიანისტი, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისისა. ჩავთვალე საჭიროდ ამ მრავალრიცხოვან, ჩვენი მსენელისათვის უცნობ არტისტთა წარმოჩენაც, რადგანაც ყოველმა მათგანმა თავისი, ხშირად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თანამედროვე საფორტეპიანო დონის ჩამოყალიბებაში. ჩემი მსმენელი მოისმენს უდიდესი კომპოზიტორების - სენ-სანსის, გრიგის, სკრიაბინის, დებიუსის, ბარტოკის, პროკოფიევის და სხვათა მიერ საკუთარ ნაწარმოებთა უნიკალურ შესრულებასაც და ვიმედოვნებ, რომ გადაცემათა ეს ციკლი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუსიკის მოყვარულთა კულტურული ჰორიზონტის გაფართოებაში.
რევაზ თავაძე
გადაცემას “საუბრები პიანიზმის ისტორიაზე” მოისმენთ ყოველ შაბათს 21:00 საათზე, ხოლო განმეორებით ოთხშაბათს 22:00 საათზე.
ტონდო
ხელოვნება ეს ის სფეროა ადამიანის საქმიანობისა, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს ყველაზე ამაღლებული ფორმით გამოხატავს. ეს არის ერთგვარი თამაშის ფორმა თუ სახე, სადაც ადამიანი პირდაპირ ეხება თავისუფლების განცდას, იმ თავისუფლების განცდას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად განიცდება. რიჰარდ ვაგნერი ამბობდა: ”ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ცხოვრება” - ეს იმას ნიშნავს, რომ ემპირიული, ყოველდღიური სიმძიმე, რეალური თავისუფლებით დაიძლევა, ეს კი უკვე ხელოვნებით ცხოვრებას ან ხელოვნებაში ცხოვრებას ნიშნავს. დაახლოებით ამ გრძნობას თუ განცდას მინდა შევეხო გადაცემაში ”ტონდო”.
გია ბუღაძე
ყოველ კვირას 13:00 საათზე, ხოლო განმეორებით სამშაბათს 22:00 საათზე რადიო ”მუზა”-ს ეთერშია "ტონდო"
საბავშვო მუზა
რადიო მუზას პატარა მსმენელები გადაცემაში “საბავშვო მუზა”, გაეცნობიან კომპოზიტორთა შემოქმედებას, ინსტრუმენტების ისტორიასა და მუსიკალურ ტერმინოლოგიას. აგრეთვე მოისმენენ ზღაპარს და რაც მთავარია კლასიკურ მუსიკას.
უსმინეთ "საბავშვო მუზას" ყოველ კვირას 20:00 საათზე.
გადაცემის წამყვანები არიან თეა მუქერია და ნინო ტატიშვილი
ქართული აკორდი
გადაცემა „ქართული აკორდი“ წარმოგიდგენთ ქართულ პროფესიულ მუსიკას და ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს. გადაცემაში ხშირად მოწვეულნი არიან მუსიკოსები, როგორც კომპოზიტორები, ისე შემსრულებლები, რომლებიც მიმოიხილავენ ქართული მუსიკის ისტორიას, გვთავაზობენ მუსიკალურ ნაწარმოებთა ავტორისეულ ანალიზს და საუბრობენ საქართველოში აკადემიური მუსიკის პერსპექტივებზე. გადაცემას მონაცვლეობით უძღვებიან: არჩილ გიორგობიანი, ნინო ნიკოლეიშვილი და ტატო ჯინჯიხაძე. „ქართული აკორდის“ მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს, ხოლო განმეორებით პარასკევს 12:00 საათზე.
ოპერა
გადაცემა ”ოპერა” წარმოგიდგენთ მსოფლიო საოპერო მუსიკას. ყოველ კვირას, 21:00 საათზე და გამეორებით შაბათს 12:00 საათზე მოისმიენთ საოპერო ნაწარმოებების სრული ვერსიას. გადაცემის მსვლელობისას თქვენ შეიტყობთ კონკრეტული ოპერის შექმნისა და პრემიერის ისტორიას, მის ლიბრეტოს, ასევე შესმრულებლებისა და კომპოზიტორის ბიოგრაფიულ ცნობებს. ”ოპერა”-ს წარმოგიდგენთ თამარ მუქერია.
სასულიერო მუსიკის პროგრამა
ყოველ კვირა დღეს 10:00 საათზე რადიო ”მუზა” გთავაზობთ ქართულ საეკლესიო გალობას და მსოფლიო სასულიერო მუსიკას. პროგრამაში წარმოდგენილია აღმოსავლეთევროპის მართლმადიდებლური ტრადიციის - მათ შორის სლავური საგალობლები. ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ შუასაუკუნეების და აღორძინების ეპოქის ევროპული გალობა; სასულიერო მუსიკის სხვადასხვა ჟანრსა თუ დროში დაწერილი ნაწარმოებები.
პროგრამას უძღვება ეკატერინე დიასამიძე.
ბაროკოს მუსიკა
ყოველ კვირას 18:00 საათზე ბაროკოს მუსიკის მოყვარულებს შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ეპოქის მუსიკა და ასევე გაეცნოთ ბაროკოს პერიოდში მოღვაწე ხელოვანთა ცხოვრებას.
წამყვანი თეა მუქერია
ტრადიციული მუსიკა
ერთი საათის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ჟანრის სიმღერები, უნიკალური, ძველი და ახალი ჩანაწერები. მათ წარმოგიდგენენ საქართველოში მოქმედი ფოლკლორული გუნდები და ტრიოები. გადაცემა, რომელსაც ქართველი ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, სიმღერისა და გალობის მცოდნე ადამიანები სტუმრობენ, არა მარტო ხალხურ სიმღერას, არამედ ტრადიციულ ქართულ გალობასაც ეთმობა.
გადაცემა ყოველ კვირას 17:00 საათზე ხოლო განმეორებით ყოველ შაბათს 23:00 საათზე გადის რადიო მუზას ეთერში, ნინო ნიკოლეიშვილთან ერთად.
Dramma per musica
მოიცავს გადაცემათა ციკლს თეატრალური ხელოვნების შესახებ. ყოველ შაბათს 20:00 საათზე და გამეორებით ოთხშაბათს 22:00 საათზე მოისმენთ თემატური სახის გადაცემას, რომელიც შეეხება როგორც ძველ თეატრალურ კულტურას, ასევე თანამედროვე მიღწევებს. გადაცემაში “Dramma per musica” თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ, როგორც საუბრები პროფესიონალ რეჟისორებთან, მსახიობებთან, თეატრმცოდნეებთან, ასევე ფრაგმენტები სხვადასხვა სპექტაკლიდან. გადაცემის მიზანია ქართველმა მსმენელმა უკეთ გაიცნოს ქართული თეატრი და მეტი ინფორმაცია მიიღოს მსოფლიო თეატრალური ხელოვნების შესახებ. ”Dramma per musica”-ს უძღვება თამარ მუქერია.
მუზას კონცერტი
ყოველ კვირას მოისმენთ რადიო მუზას მიერ განხორციელებულ უახლეს საკონცერტო ჩანაწერებს და შეხვდებით თანამედროვე მუსიკოსებს.
გადაცემის წამყვანი თეა მუქერია
ღამის პროგრამა
გადაცემა ღამის მუსიკა ყოველ ღამით 12:00 საათიდან დილის )8:00 საათამდე წარმოგიდგენთ მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას - შუა საუკუნეებიდან მოყოლებული თანამედროვე ეპოქის ჩათვლით.
პროგრამის წამყვანები არიან თამარ მუქერია და ტატო ჯინჯიხაძე.
პროგრამის ავტორები - ირინა მკრტიჩიანი, ნესტან მერმანიშვილი.
სანდრას მუზა
”სანდრას მუზა”-ში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, გაეცნოთ კომპოზიტორების, უცხოელი და ქართველი შემსრულებლების, სხვადასხვა ანსამბლებისა და ორკესტრების ბიოგრაფიულ ცნობებს. გადაცემას ხშირად სტუმრობენ, მხატვრები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ კლასიკური მუსიკის თავიანთი ხედვა გააცნონ მსმენელს.
გადაცემა ყოველ შაბათს 10:00 საათზე, ხოლო განმეორებით ორშაბათს 12:00 საათზე გადის “მუზა”-ს ეთერში და მას სანდრა ელისაბედ რულოვსი უძღვება.
ვარიაციები თემაზე
„ვარიაციები თემაზე...“ თემატური გადაცემაა და იგი ხშირად მასპინძლობს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე სხვადასხვა თაობის ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს. გადაცემაში განიხილება პროფესიული და ტრადიციული მუსიკის ისტორიულ ასპექტები, თანამედროვეობის საშემსრულებლო პრაქტიკა და ტენდენციები.
ყოველ შაბათს 16:00 საათზე რადიო „მუზა“-ს ეთერშია „ვარიაციები თემაზე...“ ეკატერინე დიასამიძესთან ერთად.
რეგთაიმის შემდეგ
1897 წელს ამერიკაში ახალ მუსიკალურ მიმართულებას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც რეგთაიმად იწოდება. ამ სტილმა სათავე არაერთ მუსიკალურ მიმართულებას დაუდო. გადაცემაში მოისმენთ თუ რა შეიქმნა რეგთაიმის შემდეგ. რადიო მუზას ეთერში, ყოველ შაბათს 22:00 საათზე ეთერშია „რეგთაიმის შემდეგ“, არჩილ გიორგობიანთან ერთად.