Muza&Kissin
3.9.2010
ფ.შოპენის ფესტივალი ვარშავაში

ფ.შოპენის დაბადებიდან 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით რადიო ”მუზა”-ს თანამშრომლები: შორენა კოპალეიშვილი, ნესტან მერმანიშვილი და ნინო ტატიშვილი ვარშავაში იმყოფებოდნენ, სადაც შოპენის სახელობის მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა. კონცერტები 22 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ: რაფალ ბლეხაჩი, ევგენი კისინი, ნიკოლაი დემიდენკო, იუნდი, დანგ ტაი სონი, ნელსონ გორნერი, კევინ კენერი, ლიფ ოვ ანდსნესი, გარიკ ოლსონი, დანიელ ბარენბოიმი, ანტონი ვიტი და ჰანს ბრუგენი.
ღონისძიებას რადიო "მუზა"-ს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს პირველი ლედი ქ-ნი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ასევე კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის თავმჯდომარის თანაშემწე ანუკი ცქვიტინიძე.
ფ.შოპენის საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი პოლონეთის პირველი ლედის, მარია კაჩინსკას პატრონაჟით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მონიკა სტრუგალა (პროექტის კოორდინატორი) და სტანისლავ ლეშინსკი (სამხატვრო ხელმძღვანელი). რადიო ”მუზა”-ს პროდუსერებს საშუალება მიეცათ ამ ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ. მათ ცნობილი პიანიტების ავტოგრაფები მოიპოვეს. აღნიშნული მასალა რადიო ”მუზა”-ს არქივს გადაეცა.
FM 95.9 თბილისი FM 107.7 გორი FM 100.9 ახალციხე FM 101.8 თელავი FM 102.9 ახალქალაქი FM 101.8 ქუთაისი FM 103.9 ბათუმი FM 104.6 ზუგდიდი FM 107.6 დმანისი FM 102.3 დედოფლისწყარო FM 95.9 თბილისი FM 107.7 გორი FM 100.9 ახალციხე FM 101.8 თელავი FM 102.9 ახალქალაქი FM 101.8 ქუთაისი FM 103.9 ბათუმი FM 104.6 ზუგდიდი FM 107.6 დმანისი FM 102.3 დედოფლისწყარო
  •  
  • Copyright © 2009 Radio Muza
  • Created by PIXEL
  •